среда, 27 января 2016 г.

მოულოდნელი აღმოჩენა:ადამიანისა და მტრედის თავის ტვინის მუშაობის პრინციპები მსგავსია


000000Pigeonინგლისელმა მეცნიერებმა ლონდონის სამეფო კოლეჯიდან მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთეს: ადამიანისა და მტრედის თავის ტვინის მუშაობის პრინციპები მსგავსია.
მეცნიერებმა პირველად შეიმუშავეს ფრინველის ტიპობრივი თავის ტვინის რუკა, რომელიც აღწერს, თუ როგორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან ინფორმაციის გადამამუშავებელი თავის ტვინის უბნები. ამის შემდეგ მათ შეადარეს ფრინველისა და სხვადასხვა ძუძუმწოვრის, მათ შორის ადამიანის, თავის ტვინის რუკა. გაირკვა, რომ ფრინველთან შემეცნების დონეზე (გრძელვადიანი მეხსიერება და ამოცანების ამოხსნის უნარი) პასუხისმგებელი უბნები დაკავშირებულია თავის ტვინის სხვა უბნებთან ზუსტად ისევე, როგორც ადამიანთან.
ეს საოცარია, თუ გავითვალისწინებთ, რომ როგორც ევოლუციის თეორიის მომხრეები ამბობენ, ასეული მილიონი წლის განმავლობაში ძუძუმწოვართა და ფრინველთა თავის ტვინი განსხვავებულად ვითარდებოდა.
წინა წლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფრინველს მთელი რიგი უნარი გააჩნია – მაგალითად, რთული სოციალური ურთიერთქმედების უნარი, ამოცანების ამოხსნის უნარი; ზოგიერთ ფრინველს ინსტრუმენტების დამუშავებისა და გამოყენების უნარიც კი აღმოაჩნდა.
მაგრამ როგორც ევოლუციის თეორიის მომხრეები აცხადებენ, იმის გამო, რომ ძუძუმწოვრები და ფრინველები 300 მილიონი წლის განმავლობაში განსხვავებულად ვითარდებოდნენ, მათი თავის ტვინის გარეგნულად განსხვავებულია. ამასთანავე, ინტელექტის მუშაობის თვალსაზრისით ძუძუმწოვრებსა და ფრინველებს შორის მსგავსება აღინიშნება.
ფრინველის თავის ტვინის შესწავლა, რომელიც გარეგნულად ადამიანის თავის ტვინისაგან განსხვავდება, მაგრამ სიგნალის გადამუშავების თვალსაზრისით მისი მსგავსია, დაეხმარება მეცნიერებს ნერვული გზების მარეგულირებელი ძირითადი პრინციპების განსაზღვრაში.
ინგლისელ მეცნიერთა ჯგუფმა თავისი რუკა 34 მტრედის თავის ტვინის ანალიზის საფუძველზე შექმნა. ყურადღება გამახვილდა ინფორმაციის გადამამუშავებელ საკვანძო ცენტრებზე, რომლებსაც განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს მაღალი დონის შემეცნებისათვის.
კერძოდ, მეცნიერები აკვირდებოდნენ ჰიპოამპის მუშაობას, რომელიც პასუხს აგებს ნავიგაციასა და გრძელვადიან მეხსიერებაზე როგორც ფრინველთა, ისე ძუძუმწოვართა შემთხვევაში. ამ დაკვირვების შედეგად აღმოჩენილ იქნა კვანძების მჭიდრო კავშირი თავის ტვინის სხვა ნაწილებთან. აქედან გამომდინარე, გაკეთდა ვარაუდი, რომ ორივე შემთხვევაში ფუნქციონირება ერთნაირია.
მეცნიერებმა აგრეთვე შეადარეს ძუძუმწოვართა თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქი, რომელიც პასუხს აგებს რთულ პროცესებზე (გადაწყვეტილების მიღება), ფრინველის ანალოგიური ფუნქციის მარეგულირებელ თავის ტვინის უბანთან. ამ შემთხვევაშიც, კვანძების განსხვავებული განვითარების მიუხედავად, უბნების კავშირი თავის ტვინთან მსგავსია.
პერსპექტივისათვის მეცნიერები აპირებენ ფრინველთა და ძუძუმწოვართა ნეორონული კავშირების პრინციპების შესახებ ინფორმაციის გამოყენებას კომპიუტერული მოდელის ასაგებად. ეს მოდელი იქნება ცხოველის თავის ტვინის მუშაობის იმიტაცია და შეძლებს რობოტის მოქმედების მართვას.

Комментариев нет:

Отправить комментарий