понедельник, 15 февраля 2016 г.

რჩევები მონადირეებს

რჩევები დამწყებ მონადირეს






ნადირობისას საჭიროა როგორც დაწერილი, ასევე დაუწერელი წესების და კანონების დაცვა, თუ მათ არ დაიცავ, მაშინ სანადირო იარაღიც არ უნდა აუღოთ ხელში; მაშ ასე როგორ უნდა მოიქცეთ ნადირობის დროს?
  1. არასოდეს არ შეეცადო დაჭრილ ნადირს ჩაარტყა კონდახი. ამ დროს შეიძლება გაიხლიჩოს კონდახი ან უარესი შეიძლება გამოიწვიოს თვითნებური გასროლა თუ მეორე ლულაში არის დარჩენილი ტყვია. 
  2. თუ მოკლული ფრინველი ჩამოვარდა ბუჩქებში ან გაუვალ ადგილზე, არ მოაცილო თვალი თორემ დიდი ალბათობაა რომ საერთოდ ვეღარ იპოვით. 
  3. დაცემის შემდეგ აუცილებლად შეამოწმეთ იარაღის ლულა, ამ დროს ლულაში შესაძლოა მოხვდეს რაიმე სიბინძურე, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ტყვიის თავისუფალ გამოსვლას და გამოიწვიოს ლულის გახეთქვა. 
  4. სიარულით ნადირობისას ყოველთვის თან იქონიეთ ზურგჩანთა ნანადირების ჩასალაგებლად რომ ნანადირების ტარება არ გახდეს მოსაბეზრებელი და ხელი არ შეგიშალოს სროლაში. 
  5. თუ ხედავ რომ ფრინველი დაჭრილია და ვარდება ბუჩქებში, შეეცადე მეორე სროლით ჰაერშივე მოკლა. დაჭრილი ფრინველი გაუვალ ადგილებში ადვილად იმალება განსაკუთრებით თუ ძაღლი არ გყავთ მისი ნახვის ძალიან მცირე შანსი რჩება.
  6. დაჭრილ ცხოველს მიუახლოვდი აუცილებლად უკნიდან და დააკვირდი, თუ ყურები მიკრული(დაჭიმული) აქვს მაშინ ცხოველი ცოცხალია, არ შეგაცდინოთ მისმა უმოძრაობამ. 
  7. როდასაც დაჭრილ ცხოველს უახლოვდები აუცილებლად გადატენე იარაღი. გასროლის შემდეგ ცარიელი იარაღით მიახლოება სახიფათოა. 
  8. როდესაც უახლოვდები ადამიანს, შენობას ან მანქანას აუცილებლად გადახსენი იარაღი. 
  9. არ მიაწიდო იარაღი ლულით ადამიანისკენ, არ აიღო იარაღი ლულით შენსკენ. 
  10. თუ აირაღს თუნდაც ერთი წუთით მოაშორეთ თვალი, როდესაც აიღებთ აუცილებლად შეამოწმეთ არის თუ არა ტყვია მასში. 
  11. როდესაც ჯგუფურად ერთად მიდიხართ ნადირობის ადგილისაკენ არასოდეს დატენო იარაღი ადგილზე მისვლამდე. 
  12. თუ სასხლეტს გამოკარით და იარაღი არ გავარდა ნუ იჩქარებთ იარაღის გადახსნას, დაელოდეთ 10 ან 20 წამი. ამ დროს შესაძლოა მოხდეს დაგვიანებული გასროლა. გადახსნისას კი შეეცადეთ იარაღი გვერძე მიაბრუნოთ და ისე გადახსნათ. 
  13. გასროლის დროს მეთელი კონცენტრაცია მოახდინეთ სამიზნეზე. თოფის ლულაზე მოთავსებული სახაზავი კი მეორე ხარისხოვნად უნდა ხვდებოდეს მხედველობის არეში. 
  14. ფრინველს ან ნადირს არ ესროლოთ თუ ის მოძრაობს თქვენი მეგობრის მიმართულებით. 
  15. ნომერზე დადგომის შემდეგ აუცილებლად უნდა გაანთავისუფლოთ ადგილი თქვენს გარეშემო, მოაშორეთ ფოთლები და ხმელი ტოტები. საჭირო დროს შესაძლოა ფეხის დაბიჯებით გამოწვეულმა ხმაურმა მსხვერპლი დააფრთხოს. 
  16. ესროლეთ მხოლოდ მაშინ როდესაც დარწმუნებული ხართ რომ ხედავთ მსხვერპლს. არ შეიძლება ბუჩქებზე შრიალის გამოსროლა, შესაძლოა ეს სხვა მონადირე იყოს. 
  17. თუ გილზი ცუდად ჩადის თოფში ჯობია შეცვალოთ. განსაკუთრებით ცხოველზე ნადირობისას. 
  18. ხედავთ რომ მსხვერპლი მოძრაობს თქვენი მიმართულებით. არ გაინძრეთ, ზედმეტი მოძრაობით უფრო დააფრთხობთ. 
  19. არასოდეს მიუშვირო იარაღი ადამიანს. 
  20. სანამ ტყის ან ჭაობის სიღრმეში შეხვალ იფიქრე როგორ გამოაგნებ გზას უკან, აიღე საორიენტაციო წერტილები ან დატოვე ნიშნები გზადაგზა. 
  21. თუ დაიკარგეთ პანიკას ნუ მიეცემით, ეცადეთ გაიკვლიოთ გზა მზის ან ვარსკვლავების მიხედვით. 
  22. ნებისმიერი კოლექტიური ნადირობისას ყოველთვის იცოდეთ სად განლაგდენ მეგობრები და შეეცადეთ მათაც იცოდნენ თქვენი ადგილი. 
  23. შეეცადეთ ყოველთვის თან იქონიოთ პატარა ზეთიანი ნაჭერი, რომ საღამოთი გაუსვათ იარაღს.

четверг, 4 февраля 2016 г.

ბაზიერი

ბაზიერი


Sans titre 4ბაზიერი, ბაზიარი (სპარს.), ქორ-შავარდენთა სანადიროდ დამგეშავ-მწვრთნელი და მეთვალყურე ფეოდალურ საქართველოში. ევალებოდა აგრეთვე შავარდნის ბუდის დაცვა და საშავარდნო გადასახადის აკრეფის თვალყურის დევნება. ვახტანგ მეფის დასტურლამალის მიხედვით (კარი 59, პ. 193-195), იყვნენ ქორის, შავარდნისა და გავაზის ბაზიერები. სამეფო კარის ბაზიერი სანადირო უწყებას ეკუთვნოდა და ბაზიერთუხუცესს ემორჩილებოდა.

მიმინოს “პრინციპი” – სად შემოინახეს მიმინოთი ნადირობის ტრადიცია

მიმინოს “პრინციპი” – სად შემოინახეს მიმინოთი ნადირობის ტრადიცია


მოწოდებით მონადირე პატრონს ნანადირევის “წილში უჯდება”
mimino1
“მიმინოს კარგად ეხერხება მანევრირება, შეუძლია თავისუფლად იპოვოს ნანადირევი ბუჩქნარშიც და ტყეშიც, რადგან განიერი ფრთები და მოკლე კუდი აქვს.”
ნადირობას საქართველოში უძველესი დროიდან მისდევდნენ არა მხოლოდ სამეფო კარისა და თავადაზნაურობის წარმომადგენლები, არამედ გლეხებიც. განსაკუთრებით გავრცელებული ყოფილა მტაცებელი ფრინველებით ნადირობა, რომელთა შორის გამორჩეული გახლდათ მიმინო. ამ მშვენიერი ფრინველის მოვლისა და თავისებურებების შესახებ მოგვითხრობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი-ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი:

არ ესროლოთ!!!

არ ესროლოთ!!!


Sans titre 20კეთილშობილი (კავკასიური) ირემი – Cervus elaphus Linnaeus
CR – გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი.
რატომ არ უნდა ვესროლოთ:  ირემი საქართველოში თითზე დასათვლელი ეგზემპლიარია დარჩენილი.
ის ჩვენი ტყეების ერთერთი ულამაზესი არსებაა. მგლის პოპულაციით და ადამიანების მოუფრთხილებლობის
გამო ეს ენდემური სახეობა საქართველოს მხოლოდ ორ გეოგრაფიულ წერტილში ისიც
ძალიან მცირე რაოდენობით არის შემორჩენილი.  ნუ ვიზამთ ისე
რომ მომავალ თაობას ჩვენი ტყეების უძველესი ბინადრის: კავკასიურის ირმის ნაცვლად ევროპული ან სხვა
ირმის გამრავლება მოუწიოს ჩვენს სამშობლოში.
Sans titre 24

суббота, 30 января 2016 г.

ძაღლის სწორი კვების ათი წესი

ძაღლის სწორი კვების ათი წესი


საშიში პროდუქტი, რომელიც არასდროს უნდა აჭამოთ ძაღლს

თქვენს ოთხფეხა მეგობარს ხშირად უზიარებთ თქვენს ულუფას? ეს საშინელი შეცდომაა.

ვეტერინარები ირწმუნებიან, რომ ჩვენს საკვებში შემავალი პროდუქტი არა მარტო ცუდად მოქმედებს ძაღლის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, არამედ შესაძლოა ცხოველი სერიოზულად დააავადოს.
ყველაზე გავრცელებული საშიში პროდუქტი
• ცხიმიანი ხორცი და ქონი, გამანადგურებლად მოქმედებს თქვენი ოთხფეხა მეგობრის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
• მაგარი ძვლები ძაღლის კბილებს ანადგურებს და შესაძლოა ნაწლავის დაზიანებაც გამოიწვიოს.
• ხორცის ფარში ნაწლავში ნახევრად გადამუშავებული ხვდება და შესაძლოა მისი გაღიზიანება გამოიწვიოს.

სახლში ძაღლის ყოფნამ ისე იცის მიჩვევა, რომ ხშირად მას ოჯახის წევრებისგან არ ვანსხვავებთ, მაგრამ ჩვენი საკვების მისთვის გაზიარება, დანაშაულია. თუმცა, როცა არ იცით, ძნელია თავად განსაზღვროთ ძაღლის რაციონი. ამიტომ, ძაღლის კვებასთან დაკავშირებული პრობლემები რომ ავიცილოთ, სჯობს მას მზა საკვები ვაჭამოთ.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?


ძაღლის საკვები მისი ასაკის შესაბამისად უნდა შევარჩიოთ. ლეკვებს სპეციალური კვება სჭირდებათ, რომელიც გამდიდრებული იქნება ცილებით. 6 თვის ასაკიდან იგი სრულფასოვან კვებაზე უნდა გადავიყვანოთ. მას შემდეგ კი რაც ძაღლი 10-12 წლის გახდება, რეკომენდირებულია ზრდასრული ძაღლისთვის განკუთვნილი საკვები, რომელიც ნაკლები რაოდენობით შეიცავს ცილებს.

ბევრი ძაღლის პატრონი ამაყობს, თუკი სახლში მსუქანი ოთხფეხა მეგობარი ჰყავს. არც ესაა სწორი დამოკიდებულება. ვეტერინარები ირწმუნებიან, რომ ზედმეტი წონა, ძაღლის სიცოცხლეს ამოკლებს, ამიტომ ეცადეთ ზედმეტი არ მოგივიდეთ.
ყურადღება მიაქციეთ ძაღლის აქტივობასაც. იმ ძაღლს, რომელიც კორპუსში ჰყავთ გამოკეტილი, ნაკლებად სჭირდება კვება, ვიდრე მას, რომელიც ეზოში იზრდება და უფრო აქტიურად ცხოვრობს.

ბოკვერები


ძაღლი ადამიანის მეგობარია


ინგლისური ბულდოგი


четверг, 28 января 2016 г.

თქვენთან ერთად, თქვენს სახლში ისინი ცხოვრობენ ისე, რომ თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ!

ისინი ჩვენს გვერდით ყოველდღიურად ცხოვრობენ. ჩენ კი მათ შესახებ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, შემთხვევით თუ არ მოვკარი მათ თვალი...
რეალურად ისინი ჩვენ ვეარაფერს გვნებენ, მაგრამ თუ ფოტოს კარგი ხარისხით გადავიღებთ და ახლო ხედით შევხედავთ, ნამდვილად გაგიჩნდებათ შიშის გრძნობა. ნახეთ ფოტოები. ეს პატარა მწერები თქვენ ნამდვილად შეგაშინებენ! 
23q34b37n45n62
323qr2 r3w433 wqb332
3223q2bbt3w43xq3qr2
ყველა ბავშვისთვის ნაცნობი "ყურშა", რომელიც მართლაც ძალიან საშიშია, მას ადამიანის დაყრუება შეუძლია!
123412341234567890

1234123412345675434
123451234156141356677
1235467809943423426758468923
343252636589368594131

მეცნიერებმა შექმნეს ღორის ჯიში, რომელიც ვირუსებისგან აღარ დაავადდება!


ამერიკელმა მეცნიერებმა ბრიტანელ კოლეგებთან ერთად გენების რედაქტირების დახმარებით შექმნეს მსოფლიოში პირველი ღორები, რომლებიც ვირუსების გამძლეობით გამოირჩევიან. ასეთი ღორების მასიურ გამოშვებას მინიმუმ 5 წელი დასჭირდება.
pig 1571615c
Reuters- ის ინფორმაციით, ბიზნესმენების წინაშე იდგა ამოცანა შეექმნათ რესპირატორული სინდრომი  რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ცისფერი ყური“ .
ეს დაავადება გავლენას ახდენს ღორების იმუნურ სისტემაზე  და მათგან დასაცავად წამლები ჯერ-ჯერობით არ არსებობს.
დაავადება ფერმერებს ასობით მილიონო დოლარი უჯდებათ წელიწადში . აიოვას უნივერისტეტის მონაცემებით ზარალმა ვირუსისგან 2011 წელს აშშ -ში 700 მილინი დოლარი, ხოლო ევროპაში -1,5 მილიარდი ევრო შეადგინა.
ღორების რედაქტირებული გენების დახმარებით მეცნიერებმა შეძლეს გამოეყოთ ცხოველები, რომელთა ორგანიზმი არ წარმოშობს ცილას, და შეუძლია ვირუსის გავრცელება.
 ამ კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Biotechnology-ში. კვლევამ ადრეულ ეტაპზე აჩვენა, რომ გენეტიკურად გენმოდიფიცირებული ღორები არიან ვირუსი- PRRSv-ის  წინაშე მდგრადნი , არ ავადმყოფდებიან და ნორმალურადაც იწონიან.
სამეცნიერო მუშაობა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა.  მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ შეეჯახნენ “ რიგით კრიტიკულ საკითხებს“ , რის გამოც   გენმოდიფიცირებული ღორების წარმოება ჯერ -ჯერობით შეუძლებელია.

ცხოველები საოცარი სასიცოცხლო ციკლით

amazing pho0000008tos of animals caught in the act 640 01დედამიწაზე არაერთი ისეთი ცოცხალი ორგანიზმია, რომლის ცხოვრება გაცილებით უფრო უჩვეულო და გასაკვირია, ვიდრე მწერალ-ფანტასტების მიერ ოდესღაც წარმოსახული. სამყაროში უცნაური ბევრი რამ არის, მაგრამ ყველაზე უცნაური და საოცარია მაინც ჩვენ პლანეტაზე დაბადებული და განვითარებული სიცოცხლე. სიცოცხლე იცვლის ფორმას, სქესს, საცხოვრებელ ადგილს, იცვლება, დროში მოგზაურობს და კიდევ ბევრ უამრავ „გიჟურ" საქციელს სჩადის.

среда, 27 января 2016 г.

მოულოდნელი აღმოჩენა:ადამიანისა და მტრედის თავის ტვინის მუშაობის პრინციპები მსგავსია


000000Pigeonინგლისელმა მეცნიერებმა ლონდონის სამეფო კოლეჯიდან მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთეს: ადამიანისა და მტრედის თავის ტვინის მუშაობის პრინციპები მსგავსია.
მეცნიერებმა პირველად შეიმუშავეს ფრინველის ტიპობრივი თავის ტვინის რუკა, რომელიც აღწერს, თუ როგორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან ინფორმაციის გადამამუშავებელი თავის ტვინის უბნები. ამის შემდეგ მათ შეადარეს ფრინველისა და სხვადასხვა ძუძუმწოვრის, მათ შორის ადამიანის, თავის ტვინის რუკა. გაირკვა, რომ ფრინველთან შემეცნების დონეზე (გრძელვადიანი მეხსიერება და ამოცანების ამოხსნის უნარი) პასუხისმგებელი უბნები დაკავშირებულია თავის ტვინის სხვა უბნებთან ზუსტად ისევე, როგორც ადამიანთან.

როგორი მხედველობა აქვთ მწერებსა და ცხოველებს?

როგორი მხედველობა აქვთ მწერებსა და ცხოველებს?


3955266733 b309967fc8როცა ადამიანები თავიანთი თვალების მუშაობის პრინციპებს სწავლობენ, თან უნდა ახსოვდეთ რომ ბევრ ცხოველს ისეთი განსხვავებული და ძლიერი მხედველობა აქვს, რომლებზეც ადამიანს მხოლოდ ოცნება თუ შეუძლია. ქვემოთ გაეცანით 10 საინტერესო მხედველობის მქონე ცხოველს: