понедельник, 15 февраля 2016 г.

რჩევები მონადირეებს

რჩევები დამწყებ მონადირეს






ნადირობისას საჭიროა როგორც დაწერილი, ასევე დაუწერელი წესების და კანონების დაცვა, თუ მათ არ დაიცავ, მაშინ სანადირო იარაღიც არ უნდა აუღოთ ხელში; მაშ ასე როგორ უნდა მოიქცეთ ნადირობის დროს?
  1. არასოდეს არ შეეცადო დაჭრილ ნადირს ჩაარტყა კონდახი. ამ დროს შეიძლება გაიხლიჩოს კონდახი ან უარესი შეიძლება გამოიწვიოს თვითნებური გასროლა თუ მეორე ლულაში არის დარჩენილი ტყვია. 
  2. თუ მოკლული ფრინველი ჩამოვარდა ბუჩქებში ან გაუვალ ადგილზე, არ მოაცილო თვალი თორემ დიდი ალბათობაა რომ საერთოდ ვეღარ იპოვით. 
  3. დაცემის შემდეგ აუცილებლად შეამოწმეთ იარაღის ლულა, ამ დროს ლულაში შესაძლოა მოხვდეს რაიმე სიბინძურე, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ტყვიის თავისუფალ გამოსვლას და გამოიწვიოს ლულის გახეთქვა. 
  4. სიარულით ნადირობისას ყოველთვის თან იქონიეთ ზურგჩანთა ნანადირების ჩასალაგებლად რომ ნანადირების ტარება არ გახდეს მოსაბეზრებელი და ხელი არ შეგიშალოს სროლაში. 
  5. თუ ხედავ რომ ფრინველი დაჭრილია და ვარდება ბუჩქებში, შეეცადე მეორე სროლით ჰაერშივე მოკლა. დაჭრილი ფრინველი გაუვალ ადგილებში ადვილად იმალება განსაკუთრებით თუ ძაღლი არ გყავთ მისი ნახვის ძალიან მცირე შანსი რჩება.
  6. დაჭრილ ცხოველს მიუახლოვდი აუცილებლად უკნიდან და დააკვირდი, თუ ყურები მიკრული(დაჭიმული) აქვს მაშინ ცხოველი ცოცხალია, არ შეგაცდინოთ მისმა უმოძრაობამ. 
  7. როდასაც დაჭრილ ცხოველს უახლოვდები აუცილებლად გადატენე იარაღი. გასროლის შემდეგ ცარიელი იარაღით მიახლოება სახიფათოა. 
  8. როდესაც უახლოვდები ადამიანს, შენობას ან მანქანას აუცილებლად გადახსენი იარაღი. 
  9. არ მიაწიდო იარაღი ლულით ადამიანისკენ, არ აიღო იარაღი ლულით შენსკენ. 
  10. თუ აირაღს თუნდაც ერთი წუთით მოაშორეთ თვალი, როდესაც აიღებთ აუცილებლად შეამოწმეთ არის თუ არა ტყვია მასში. 
  11. როდესაც ჯგუფურად ერთად მიდიხართ ნადირობის ადგილისაკენ არასოდეს დატენო იარაღი ადგილზე მისვლამდე. 
  12. თუ სასხლეტს გამოკარით და იარაღი არ გავარდა ნუ იჩქარებთ იარაღის გადახსნას, დაელოდეთ 10 ან 20 წამი. ამ დროს შესაძლოა მოხდეს დაგვიანებული გასროლა. გადახსნისას კი შეეცადეთ იარაღი გვერძე მიაბრუნოთ და ისე გადახსნათ. 
  13. გასროლის დროს მეთელი კონცენტრაცია მოახდინეთ სამიზნეზე. თოფის ლულაზე მოთავსებული სახაზავი კი მეორე ხარისხოვნად უნდა ხვდებოდეს მხედველობის არეში. 
  14. ფრინველს ან ნადირს არ ესროლოთ თუ ის მოძრაობს თქვენი მეგობრის მიმართულებით. 
  15. ნომერზე დადგომის შემდეგ აუცილებლად უნდა გაანთავისუფლოთ ადგილი თქვენს გარეშემო, მოაშორეთ ფოთლები და ხმელი ტოტები. საჭირო დროს შესაძლოა ფეხის დაბიჯებით გამოწვეულმა ხმაურმა მსხვერპლი დააფრთხოს. 
  16. ესროლეთ მხოლოდ მაშინ როდესაც დარწმუნებული ხართ რომ ხედავთ მსხვერპლს. არ შეიძლება ბუჩქებზე შრიალის გამოსროლა, შესაძლოა ეს სხვა მონადირე იყოს. 
  17. თუ გილზი ცუდად ჩადის თოფში ჯობია შეცვალოთ. განსაკუთრებით ცხოველზე ნადირობისას. 
  18. ხედავთ რომ მსხვერპლი მოძრაობს თქვენი მიმართულებით. არ გაინძრეთ, ზედმეტი მოძრაობით უფრო დააფრთხობთ. 
  19. არასოდეს მიუშვირო იარაღი ადამიანს. 
  20. სანამ ტყის ან ჭაობის სიღრმეში შეხვალ იფიქრე როგორ გამოაგნებ გზას უკან, აიღე საორიენტაციო წერტილები ან დატოვე ნიშნები გზადაგზა. 
  21. თუ დაიკარგეთ პანიკას ნუ მიეცემით, ეცადეთ გაიკვლიოთ გზა მზის ან ვარსკვლავების მიხედვით. 
  22. ნებისმიერი კოლექტიური ნადირობისას ყოველთვის იცოდეთ სად განლაგდენ მეგობრები და შეეცადეთ მათაც იცოდნენ თქვენი ადგილი. 
  23. შეეცადეთ ყოველთვის თან იქონიოთ პატარა ზეთიანი ნაჭერი, რომ საღამოთი გაუსვათ იარაღს.

четверг, 4 февраля 2016 г.

ბაზიერი

ბაზიერი


Sans titre 4ბაზიერი, ბაზიარი (სპარს.), ქორ-შავარდენთა სანადიროდ დამგეშავ-მწვრთნელი და მეთვალყურე ფეოდალურ საქართველოში. ევალებოდა აგრეთვე შავარდნის ბუდის დაცვა და საშავარდნო გადასახადის აკრეფის თვალყურის დევნება. ვახტანგ მეფის დასტურლამალის მიხედვით (კარი 59, პ. 193-195), იყვნენ ქორის, შავარდნისა და გავაზის ბაზიერები. სამეფო კარის ბაზიერი სანადირო უწყებას ეკუთვნოდა და ბაზიერთუხუცესს ემორჩილებოდა.

მიმინოს “პრინციპი” – სად შემოინახეს მიმინოთი ნადირობის ტრადიცია

მიმინოს “პრინციპი” – სად შემოინახეს მიმინოთი ნადირობის ტრადიცია


მოწოდებით მონადირე პატრონს ნანადირევის “წილში უჯდება”
mimino1
“მიმინოს კარგად ეხერხება მანევრირება, შეუძლია თავისუფლად იპოვოს ნანადირევი ბუჩქნარშიც და ტყეშიც, რადგან განიერი ფრთები და მოკლე კუდი აქვს.”
ნადირობას საქართველოში უძველესი დროიდან მისდევდნენ არა მხოლოდ სამეფო კარისა და თავადაზნაურობის წარმომადგენლები, არამედ გლეხებიც. განსაკუთრებით გავრცელებული ყოფილა მტაცებელი ფრინველებით ნადირობა, რომელთა შორის გამორჩეული გახლდათ მიმინო. ამ მშვენიერი ფრინველის მოვლისა და თავისებურებების შესახებ მოგვითხრობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი-ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი:

არ ესროლოთ!!!

არ ესროლოთ!!!


Sans titre 20კეთილშობილი (კავკასიური) ირემი – Cervus elaphus Linnaeus
CR – გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონი.
რატომ არ უნდა ვესროლოთ:  ირემი საქართველოში თითზე დასათვლელი ეგზემპლიარია დარჩენილი.
ის ჩვენი ტყეების ერთერთი ულამაზესი არსებაა. მგლის პოპულაციით და ადამიანების მოუფრთხილებლობის
გამო ეს ენდემური სახეობა საქართველოს მხოლოდ ორ გეოგრაფიულ წერტილში ისიც
ძალიან მცირე რაოდენობით არის შემორჩენილი.  ნუ ვიზამთ ისე
რომ მომავალ თაობას ჩვენი ტყეების უძველესი ბინადრის: კავკასიურის ირმის ნაცვლად ევროპული ან სხვა
ირმის გამრავლება მოუწიოს ჩვენს სამშობლოში.
Sans titre 24